ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზა ჩაიკეტა. წყალმა და მეწყერმა მე-12-ე კილომეტრზე 60 მეტრის სიგრძის გზა წაიღო.
თბილისში პოლონეთის პრემიერ მინისტრი ჩამოვიდა. დონალდ ტუსკი პირველ შეხვედრას მთავრობის კანცელარიაში გამართავს. სტუმარი საქართველოს პრემიერ მინისტრს ნიკა გილაურს შეხვდება.
დღეს თბილისში მრგვალი მაგიდა სახელწოდებით `გერმანია-საქართველოს ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობა` გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო
ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებას, პოლიტიკაში წასვლის თაობაზე, უკვე გამოეხმაურენ ოპოზციური პარტიები. ისინი ყოფილი ჟურნალსტის ამ ნაბიჯს არაერთგვაროვნად აფასებენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი `სტრატეგიული კვლელების ცენტრში` ქართველ პოლიტოლოგებს შეხვდა. მანამდე კი `თბილისი მარიოტში` მან მოლაპარაკება საპარლამენტო და არასაპარლემნტო ოპოზიციასთან გამართა.
24 წლის რამინ კარიმოვმა რუსთავში მასზე ორი წლით უმცროსი შახინ ომაროვი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. გარდაცვლილს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ის საავდმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ტრაგიკული შემთხვევა ჰამბურგში. 17 წლის ქართველმა არასრულწლოვანმა, ციხის საავადმყოფოში თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანულ პრესა ავრცელებს.