



|
|
|
|
|
|
|
3
|
4
|
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
|
12
|
13
|
14
|
15
|
16
|
17
|
18
|
|
19
|
20
|
21
|
22
|
23
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
|
|
|

|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ვაშაძე საფრანგეთში შეხვედრებს განაგრძობს
26.11.09 17:50
გრიგოლ ვაშაძე პარიზში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე იმყოფებოდა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში. ქართველმა დიპლომატმა ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია პოლიტოლოგებს, დიპლომატებსა და ჟურნალისტებს მიაწოდა.
დღის მეორე ნახევარში კი გრიგოლ ვაშაძე ფრანგ კოლეგას ბერნარ კუშნერს შეხვდება. მოლაპარაკების შემდეგ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.
`შარშანდელი მოვლენები და საქართველოზე განხორციელებული სამხედრო ზეწოლა, რომელიც ქვეყნის დანაწევრების მიზნით განხორციელდა, გაუგონარია. ევროპული სახელმწიფოებისთვის მსგავსი არადემოკრატიული ქმედებები მიუღებელია. ევროპა ამას არასდროს შეეგუება,` - განაცხადა ფრანგმა პოლიტოლოგმა მიშელ მალერბმა.
|
 |
 |
|
|
|
|



|