ჰამარბერგი ცხინვალში არ შეუშვეს
29.11.09 15:01
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ოკუპანტებმა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგნებმა ცხინვალში არ შეუშვეს. მათ გადაწყვეტილებას თომას ჰამარბერგი ერგნეთში რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა.
საბოლოოდ, ევროკომისართან შესახვედრად ცხინვალიდან გამოვიდნენ. ამ ხანმოკლე შეხვედრის პარალელურად, ცხინვალის მხრიდან რამდენჯერმე გაისროლეს, რის შემდეგაც ჰამარბერგმა ტერიტორია დატოვა. ევროპელი დიპლომატის თქმით, ის არ აპირებს ცხინვალში შესვლასა და დაკავებული ბავშვების ნახვაზე უარის თქმას.
`მძიმე სამუშაოა, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა. არა თქმა უნდა, ჩემი მიზანია, რომ ბავშვები, რაც შეიძლება მალე გათავისუფლედნენ, მაგრამ საკითხავია, როდის დაუშვებენ ამას ისინი, ვინც მოზარდები დააკავა. მიმაჩნია, რომ ბავშვები უნდა გამოუშვან და ეს მათაც ვთხოვე. მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ამ დრომდე გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. დანებებას არ ვაპირებ. მუშაობას განვაგრძობ, ვიდრე შედეგი არ იქნება. ცხინვალში აუცილებლად შევალ, მაგრამ, როდის, ამის თქმა არ შემიძლია.`
ერგნეთიდან ევროსაბჭოში ადამიანის უფლებათა დამცველი გორში გადავიდა. ამ წუთებში ტომას ჰამერბერგი პრეზიდენტის რწმუნებულს ხვდება. მისი ვიზიტი საქართველოში დაკავებულ ქართველ მოზარდებს უკავშირება. ჰამერმერგის ჩამოსვლამ გატაცებული ბავშვების ოჯახის წევრებს იმედი გაუჩინა. მათი თქმით, ახლა მათ რეალურად აქვთ იმის იმედი, რომ მოზარდებს მალე გაათავისუფლებენ.
|