ტირნისიდან გატაცებული მოზარდების ახალი წერილები დღეს წითელმა ჯვარმა მათ მშობლებს გადასცა. დაკავებული მოზარდების გათავისუფლებაზე დღეს დილიდან ცხინვალის რეჟიმთან მოლაპარკებებს თომას ჰამარბერგი აწარმოებს. მას ოკუპირებული ტერიტორიები ჯერ არ დაუტოვებია. გუშინდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ცხინვალში დღეს დილით 10:30-ზე შეუშვეს.
რამდენიმე დღის წინ სოფელ კუჭაპანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია გიორგი დიასამიძე, რომელმაც საკუთარი თანაკლასელი, ვალერი კანდელაკი ცივი იარაღით მოკლა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინდივიდუალური მეწარმე ჯავად გუმბათოვი დააკავეს. ასევე დაკავებულია შპს `გალაქსის` დირექტორი, გაყიდვების მენეჯერი და ბუღალტერი.
კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო საჯარო განხილვა გრძელდება. კომისიის წევრები სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რუსეთის ფოსტამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სტატუსი აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვიდან ცხინვალში ტელეგრამები საქართველოს გვერდის ავლით, პირდაპირ გაიგზავნება.
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის არაოფიციალურ ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვანს უწოდებს ჯონ ბასი. მისი აზრით, ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.
საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 24-კაციანი ჯგუფი გერმანიიდან დაბრუნდა. ჯგუფი, რომელშიც პროფესორები და სტუდენტები შედიან, ქალაქ მიუნსტერის უნივერსიტეტში გერმანული ენის კურსის გასავლელად იმყოფებოდა.