დამკვირვებლები უკრაინის არჩვენებს დადებითად აფასებენ
08.02.10 18:07
ეუთოს, ნატოსა და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითად აფასებენ და ორივე კანდიდატს მოუწოდებენ - დათანხმდნენ არჩევნების შედეგებს.
კიევში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჟოაო სუარესმა განაცხადა, რომ არჩევნები ეფექტურად იყო ორგანიზებული, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის ახალი საარჩევნო კანონის მიღება არასწორი ნაბიჯი იყო.
ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის დამსახურებაა.
მათიას იორშმა დღეს უკრაინელებს ერთიანი საარჩევნო კოდექსის მიღებაც ურჩია.
|