170 ქართველი ჯარისკაცი დღეს გამთენიისას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ავღანეთში გაემგზავრა. სახმელეთო ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები პირველ ეტაპზე ქაბულთან ახლოს საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იმსახურებენ. სამშვიდობო მისიის შემადგენლობა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გააცილა. დამატებით 700-ზე მეტი ჯარისკაცი ავღანეთში საქართველოდან ჩასვლას თებერვალში ისევ აპირებს. ეს დანაყოფი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შემადგენლობაში იქნება.
ვაშინგტონი არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას - ასეთი შეფასება მოჰყვა თბილისში ჰილარი კლინტონის გუშინდელ განცხადებას. ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ...
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე შტუბი პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ნიკა გილაურთან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ მდგომარებაზე ისაუბრა.
გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე დღეს გრიგოლ ვაშაძემ და ეუთოს გენერალურმა მდივნმა, მარკ პერინ დე ბრიშამბომ პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.
საქართველოში გაეროს მიერ რეზოლუციის მიღებას დადებითი შეფასებები მოჰყვა. ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რეზოლუციის მიღება რუსეთის პოზიციების მნიშვნელოვან შესუსტებაზე მეტყველებს.
ლეიბორისტული პარტია ირწმუნება, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ე.წ. საზღვარი სოფელ ლამისყანისკენ გადმოსწია. ოპოზიციური პარტია რეაგირებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.