170 ქართველი ჯარისკაცი დღეს გამთენიისას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ავღანეთში გაემგზავრა. სახმელეთო ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები პირველ ეტაპზე ქაბულთან ახლოს საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იმსახურებენ. სამშვიდობო მისიის შემადგენლობა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გააცილა. დამატებით 700-ზე მეტი ჯარისკაცი ავღანეთში საქართველოდან ჩასვლას თებერვალში ისევ აპირებს. ეს დანაყოფი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შემადგენლობაში იქნება.
ხანძარი გახდა 500-ს კილოვოლტიანი ელექტრო-გადამცემი ხაზის `ქართლი 2`-ის დროებით გათიშვის მიზეზი. ქსნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილმა ცეცხლმა ელექტრო-ქვესადგურში გადაინაცვლა...
სროლის ხმა ისმოდა წუხელ გვიან ღამით გალის რაიონის მაღალი ზონის სოფლებში. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსი ოკუპანტები ჯავშანტრანსპორტიორებით გადაადგილდებოდნენ.
`საქართველო ოკუპაციის გარეშე`, - ამ წარწერით აღიმართება მალე საქართველოს დროშა ჰიმალაის ერთ-ერთ მწვერვალზე. 8201 მეტრი სიმაღლის ჩო იუზე ასვლას გია თორთლაძე გეგმავს.
კონსტიტუციის ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებას დადებითად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება დროულია.