”დილა მშვიდობისა, საქართველო!” - ასე გესალმებათ რუსთავი 2 ყოველ სამუშაო დღეს დილის რვის ნახევრიდან.
კულტურული სიახლეები და დღის მთავარი თემით წარდგენილი სტუმარი - პროგრამის ძირითად ნაწილს “დილა მშვიდობისა, საქართველოს” წამყვანები ეკა სამხარაძე და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, ასევე გვანცა დარასელია და იმედა არაბული უძღვებიან. ანუკა ქინქლაძესა და ნინო გაზდელიანთან ერთად ყოველ საათში პირველები შეიტყობთ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და მოსალოდნელი ამბების შესახებ. სპორტული მიმომხილველები დათო ფრანგიშვილი და ტატო ტყეშელაშვილი პირველები გამცნობენ სპორტული სიახლეებისა და საფეხბურთო ანგარიშების შესახებ.
კვირაში სამჯერ პირდაპირ ჩართვებს უძღვებიან ეკა ამირეჯიბი და ანა გიუტერი. ორივე მათგანი პროპაგანდას უწევს ჯანსაღ ცხოვრებას, გვაწვდიან რჩევებს, როგორ მოვუაროთ თავს და რა არის მოდაში.
დილის პროგრამამ, რადიო ”ფორტუნასა” და ”ქართულ ფილმთან” ერთად დაიწყო ახალი პროექტი - მუსიკალური ჰიტ-აღლუმი ”უსმინე ცოცხალს!”. ათეულში წარმოდგენილი კომპოზიციებიდან ხმა მიეცით თქვენს ფავორიტს და ცოცხალი შესრულებით მოისმენთ მას მომდევნო კვირაში. ასევე შეიტყობთ საქართველოში მოქმედი მუსიკალური ჯგუფების შემოქმედებითი გეგმების შესახებ.
ხუთშაბათობით რუსთაველის თეატრიდან გვერთვება ჯეობარის გამარჯვებული ჩელე. რუბრიკაში ”ეტიუდი” ის აგიხსნით, რატომ უნდა იაროთ თეატრში.
ინტერნეტსაიტების მიმოხილვას წარმოგიდგენთ ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი. ყოველ სამშაბათს პროფესიონალი ფლორისტების ტრიო მარიკა დანელიას ხელმძღვანელობით გირჩევთ, როგორ მოუაროთ თქვენს ბაღს და ოთახის მცენარეებს.
ამინდის პროგნოზს დღეგამოშვებით ლიკა ქორქია და მარი ასათიანი გაგაცნობენ.
“დილა მშვიდობისა, საქართველოს” საშუალებით თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეიტყობთ, რას წერს ქართული ბეჭდვითი მედია. წამყვან გაზეთებსა და ყვითელ პრესას ყოველდღიურად ოთარ ქირია მიმოიხილავს. ხუთშაბათობით კი წარმოგიდგენთ ძველი პრესის მიმოხილვას. საიდანაც გაიგებთ, რას წერდნენ გაზეთები ზუსტად 100, 50 და 25 წლის წინ.
პროგრამას წამყვანებთან ერთად მთელი გუნდი ამზადებს. ყოველ დილას თქვენთვის ინფორმაციას მოიპოვებენ და ამუშავებენ პროდიუსერები და კორესპონდენტები: ნინო არაზაშვილი, ქეთი ქებაძე, სოსო მჭედლიძე, რამაზ ქარჩავა, ანი წერეთელი, მზია ლომთათიძე, ლიკა კინწურაშვილი, სალომე თარხნიშვილი, მირანდა ლაზაშვილი, მათე დემეტრაშვილი, ირინა კეჭაყმაძე, ეკა მაღრაძე, თამთა გოგოლაშვილი, თიკო დუღაშვილი. მათ ხშირად მთელი ღამის განმავლობაში უწევთ მუშაობა იმისათვის, რომ თქვენ პირველებმა შეიტყოთ, რა მოხდა ღამით, სანამ თქვენ გეძინათ. გაიღვიძეთ, გვიყურეთ რუსთავი 2-ზე და მოგვესალმეთ - “დილა მშვიდობისა, საქართველო!”.
ელ-ფოსტა: dila@rustavi2.com
|